www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმტანის დამხმარე
მომწოდებელი: სასტუმრო რუმსი თბილისი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

სასტუმრო "რუმს თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის დამხმარეს პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმტანის დახმარება შეკვეთის დროულად მიღებასა და სტუმრის სათანადო მომსახურებაში;
** მზა შეკვეთის დროული მიწოდება სამზარეულოდან მიმტანამდე;
** შეკვეთის სწორად, სწრაფად და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** კოლეგების დახმარება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 აგვისტომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi@roomshotels.com

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |