www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი/სასტუმროს მიმღები
მომწოდებელი: სასტუმრო Gallery Art
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

სასტუმრო "Gallery Art Hotel" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორი/სასტუმროს მიმღების პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება, გაცილება.
** ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება.
** ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელ-ფოსტით.
** ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნის სისტემაში, Booking.com-სა და Expedia-ზე.
** მენეჯერის მითითებების ზედმიწევნით შესრულება.

პროფესიული მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია Booking.com და სხვადასხვა ჯავშნის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** პუნქტუალური და ორგანიზებული;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაოს თბილ და მეგობრულ გარემოში.
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისთვის.
** დამსაქმებელი უზრუნველყოფს კვებას.
** სამუშაო დრო: დღის სმენა - 9:00-21:00/ღამის სმენა - 21:00-9:00
** დასვენების დღე: კვირაში 2
** ანაზღაურება: 700 ლარი.
** დასაქმებული გაივლის 1 კვირიან გამოსაცდელ პერიოდს.
** მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 29.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: salkavtaradze@yahoo.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 598 356090.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |