www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სივრცის კოორდინატორი
მომწოდებელი: ჯინო პრაიმ ველნესი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

"ჯინო პრაიმ ველნესი" - მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ - გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს.

"Gino Paradise" 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია.

"ჯინო პრაიმ ველნესი" აცხადებს ვაკანსიას სივრცის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი - ბეშენოვას N9
განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა;
** სტუმრის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** რიგების მართვა და პრობლემური სიტუაციების მოგვარება;
** სტუმრის ინფორმირება ველნესში არსებული სერვისების შესახებ;
** სტუმრის მომსახურება სერვის პლიუსით განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით:
** სივრცეში წესრიგის და სანიტარული ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრიორიტეტად ჩაითვლება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა)

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: ginowellness@ginoparadise.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სივრცის კოორდინატორი".

ჯინო პრაიმ ველნესი კანდიდატთა შერჩევის პროცესში გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გაცნობებთ, რომ ხორციელდება კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

ჯინო პრაიმ ველნესი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |