www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო KMM
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

სასტუმრო "KMM" ფუნქციონირებს 2006 წლიდან და მდებარეობს თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში. ამჟამად სასტუმროს განკარგულებაშია ორი კორპუსი 63 სუფთა და მყუდრო ოთახი, ელეგანტური ინტერიერით, ძველი თბილისის თვალწარმტაცი ხედებით და კვალიფიციური თანამშრომლების მომსახურებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებგვერდს https://kmm.ge/en/home

სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

მოკლე აღწერილობა: ბელბოი ვალდებულია დახვდეს და მიესალმოს სტუმრებს, დაეხმაროს ბარგის გადაადგილებაში სასტუმროში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე ვალდებულია სასტუმროს ყველა სტუმრის თხოვნა / მოთხოვნილებაზე ჰქონდეს დროული რეაგირება. დარწმუნდეს, რომ სასტუმროს თითოეული სტუმრის მიმართ დემონსტრირებულია სტუმარმასპინძლობის უმაღლესი სტანდარტი.

სტუმრების ბარგით დახმარების გარდა, პორტერები ასევე პასუხისმგებელნი არიან ფოსტის, ამანათების შეგროვებასა და განაწილებაზე. აუცილებელია აკონტროლოს ლობის ტერიტორიის სისუფთავე და და წესრიგი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** ამოწმებს მიმდინარე დღის შემომსვლელების სიას, ინიშნავს ჩამოსვლის დროს, VVIP-ების ან სპეციალური საჭიროების მქონე სტუმრების მოთხოვნებს.
** უზრუნველყოს შემომსვლელი სტუმრის ბარგის გადაადგილება ავტომობილიდან მიმღების მაგიდამდე, რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ განათავსოს სტუმარი ნომერში და მიუტანოს ბარგი.
** მოემსახუროს სტუმარს ლობიში ან სხვა ადგილას საჭიროების მიხედვით
** გააკონტროლოს ლობის და მიმღების ტერიტორიის სისუფთავე და წესრიგი
** საჭიროებისამებრ შეავსოს და განაახლოს სარეკლამო მასალა
** აწარმოოს ჯგუფური ბარგის დროული და ეფექტური გადაადგილება
** ხელი შეუწყოს სტუმართა სწრაფი გასვლის პროცედურას მათთვის გაწეული დახმარების სახით
** დაეხმაროს სტუმრებს ბარგის ნომრიდან სასტუმროს მიმღების ტერიტორიამდე გადაადგილებაში, ხოლო ანგარიშსწორების პროცედურების დასრულების შემდეგ მიუტანოს სტუმარს ბარგი ტაქსამდე თუ საკუთარ მანქანამდე
** ჩაიბაროს და განათავსოს ბარგი საცავში, შეავსოს შესაბამისი ფორმა და წარუდგინოს სტუმარს
** თავაზიანად უპასუხოს სტუმრის ყველა მიმართვას და გაუწიოს მათ სხვა რელევანტური ტიპის დახმარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენისა ცოდნა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სასტუმროს ბელბოის პოზიციაზე

პერსონალური უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს
** კვებით უზრუნველყოფას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი
** სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი დღის და ღამის ცვლები: 2 დღე, 2 ღამე, 4 დღე დასვენება

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@kmm.ge; წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |