"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას უმცროსი პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბიუჯეტით დამტკიცებული პროექტების ERP სისტემის პროექტების მოდულში რეგისტრაცია, საბოლოო ხარჯთაღრიცხვის და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის ასახვა;
** პროექტისათვის აუცილებელი მარაგების/მომსახურების შესყიდვის მოთხოვნების რეგისტრაცია;
** კონტრაქტორისათვის სამუშაოების დაწყების დავალების მიცემა და მართვა;
** პროექტის შესრულებისას სანებართვო საკითხების მართვა;
** პროექტზე გაცემული და გახარჯული მარაგების მონიტორინგი;
** პროექტებში ცვლილების შეტანის აუცილებლობის შემთხვევაში ადგილზე დამკვეთის, პროექტის ავტორისა და ზედამხედველის მოწვევა;
** პროექტებში ცვლილების შეტანის დადასტურების შემთხვევაში, ახალი შესყიდვის მოთხოვნის გენერირება და ცვლილების დოკუმენტაციაში ასახვა;
** პროექტის მიმდინარეობისას ნებისმიერი დაინტერესებული მხარისათვის ინფორმაციის გაზიარება და რეაგირება მათ წინაშე წარმოქმნილ პრობლემაზე;
** სამშენებლო დოკუმენტაციის მონიტორინგი;
** საშემსრულებლო ნახაზების შესრულების მონიტორინგი (Shapefile);
** პროექტის დასრულების/ჩაბარების კომისიური უზრუნველყოფა;
** პროექტის ვაიბერის ჩატის მართვა;
** პროექტის განხორციელების პროცედურის ზედმიწევნით ცოდნა და მისით მოქმედება;
** რეპორტინგის განხორციელება უშუალო ხელმძღვანელთან და დაინტერესებულ მხარეებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ბიზნესის მართვის ან/და სამშენებლო მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით;
** საველე პირობებში მუშობის მზაობა;
** მენეჯერული აღრიცხვისა და ანგარიშგების პრინციპები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რეპორტების მომზადების გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული მახასიათებლები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალურობა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.