"თიბისი ფეი" ეძებს AML სპეციალისტს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, რისკების მართვის და შესაბამისობის განყოფილება
პოზიცია: ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის სპეციალისტი (AML სპეციალისტი)
სამუშაო მოვალეობები:
** AML მიზნებისთვის ტრანზაქციული მონიტორინგი და ანალიზის/შედეგების დოკუმენტირება;
** AML მიზნებისთვის ანგარიშგებების მომზადება, მათ შორის, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის ანგარიშგებების მომზადება;
** AML/CFT რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების მომზადება;
** კლიენტთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია, "იცნობდე შენს კლიენტს" სტანდარტის მხარდაჭერა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
** AML საკანონმდებლო მოთხოვნების და კომპანიის შესაბამისობის პროგრამის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნული მიმართულებით საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** პროფესიული კურსები/სერთიფიკატები;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა
უნარები:
** დროის მართვა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** კოლეგიალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო ადგილი - ონლაინ ან ოფისში (სურვილის მიხედვით)
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: შეთანხმებით (სამუშაო გამოცდილებიდან და სტილიდან გამომდინარე)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გადმოგზავნოთ ელ-ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " AML სპეციალისტი"
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
შპს "თიბისი ფეი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 17 18 19; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge