შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია "ჯითექსი" დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, Enza home, EnglishHome.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სმენა: 10:00 - 18:30 სთ; 13:00 - 22:00 სთ.
ხელფასი: 600 ლარი (NET) ფიქსირებული + ბონუსი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** მომხმარებლებთან კონსულტაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დახმარება
** კოლექციის მიღებაში, მიღებული საქონლის ინვენტარიზაციასა და სხვაობების გამოვლენაში მონაწილეობა
** ვიტრინის აწყობა (ბანერის, სტიკერების განთავსება და მანეკენების შესაბამისად წარმოდგენა)
** ფასების, ფასდაკლებებისა და ეტიკეტების შესაბამისობის უზრუნველყოფა
** მაღაზიის სისუფთავის დაცვა
** გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა
ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:
** საშუალო განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) -ის საშუალო დონეზე ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ საბონუსე სისტემას.
** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.
** კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** Fitpass მომსახურებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge. ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება: "გაყიდვების კონსულტანტი".
წარმატებებს გისურვებთ!