"ცენტრალური საარჩევნო კომისია" აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება MS Windows სერვერის ადმინისტრატორის პოზიციაზე
** Microsoft-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება (Windows Server 2012/2016/2019, MS Exchange, IIS, DNS, DHCP, Certificate Authority, Active Directory, Group Policy, File and Storage Services;
** სასურველია Microsoft SQL -ის მონაცემთა ბაზის ცოდნა
** ანტივირუსულ სისტემებთან მუშაობის და ცენტრალიზებულად მართვის გამოცდილება.
** VMware-ის ვირტუალურ სასერვერო ინფრასტრუქტურასთან მუშაობის გამოცდილება
** სარეზერვო ასლების კოპირების და შენახვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, სასურველია Veeam B&R
** HCI ინფრასტრუქტურასთან მუშაობის გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
** ვირტუალური ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება და მართვა.
** Windows-ის სერვერული ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება, ახალი სერვერების და სერვისების დანერგვა.
** Veeam B&R -ის მართვა და კონფიგურაცია, სერვერების და კომპიუტერების სარეზერვოს ასლების შექმნა/აღდგენა, სარეზერვო ასლების Tape ზე გადაწერა.
** RSA SecureID Access მართვა.
** Active Directory, Group Policy ადმინისტრირება
** Microsoft Exchange -სერვერის ადმინისტრირება
** File Server-ის ადმინისტრირება.
* Web სერვერების მართვა (IIS)
** MS SQL მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება და მხარდაჭერა.
** ცენტრალური ანტივირუსული სისტემის დანერგვა, მართვა, მონიტორინგი
** Windows სერვერების მონიტორინგის სისტემის დანერგვა და მართვა
** Windows სერვერების ლოგირების სისტემის კონფიგურაცია და არსებული ლოგების ცენტრალიზაცია
** ლოგების მონიტორინგი
** ინფორმაციული სისტემების მართვა, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკით და მისი ქვემდებარე წესების შესაბამისად
** კომპანიის მომხმარებელთა სისტემური მხარდაჭერა
** პრობლემების ოპერატიული გადაწყვეტა
** სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება
სხვა დამატებითი უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება და კრეატიულობა;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობა და კომუნიკაბელურობა;
გრაფიკი/პირობები:
** გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა;
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: დაინტერესებულ კანდიდატებს ვთავაზობთ კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას 3000 +
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: itvacancy@cec.gov.ge. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება..