www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Royal Express
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

ლოგისტიკური კომპანია "Royal Express" კლვავ განაგრძობს განვითარებასა და ზრდას, ამიტომაც ჩვენი გუნდი ახალი კადრების ძიებაშია. კომპანია ეძებს გაყიდვების მენეჯერს

ლოგისტიკური კომპანია "Royal Express" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი, როგორც ლოგისტიკური კომპანიის, მთავარი მიზანია შესაბამისი ხარისხისა და რაოდენობის პროდუქციის მიწოდება დათქმულ დროს; ამასთან ერთად, მომარაგება, დასაწყობება, ტრანსპორტირება, ინფორმაციის გადამუშავება და დანახარჯების საგრძნობლად შემცირება. ძირითადი მიზნების მისაღწევად Royal Express-მა შექმნა კონტროლის ეფექტიანი სისტემა, რომელიც გამომდინარეობს როგორც მოგებისა და რისკის, აგრეთვე, შესაძლებლობებისა და მოთხოვნების ანალიზიდან. მოცემული მეთოდი ამარტივებს კლიენტის ნებისმიერი სურვილის გათვალისწინებას და ჩვენს სერვისს პარტნიორზე მაქსიმალურად მორგებულს ხდის

ძირითადი ფუნქციები:

** პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება
** შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია
** მომხმარებლების მოძიება, ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება
** გამართულად მეტყველების უნარი ქართულ ენაზე
** სურვილი, დაეხმაროთ მომხმარებელს სწრაფი გადაზიდვის შესრულებაში
** ყოველდღიური ანგარიშის წარმოება ხელმძღვანელობისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა
** რუსული ენის და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი

გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@rexpress.net; გთხოვთ სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |