www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომუნიკატორი
მომწოდებელი: ეროვნული სკრინინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-17:30; შაბათი - 10:00-14:00;
დასვენების დღე: კვირა.

ძირითადი მოვალეობები:

** სკრინინგ-ცენტრში მოსული პაციენტებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევებისა და არაპროგრამული მომსახურების შესახებ;
** პაციენტთა რეგისტრაციის პროცესის კონტროლი და რიგის მონიტორინგი;
** პაციენტთა დახმარება დოკუმენტაციის შევსებისას;
** სამუშაო დღის განმავლობაში გასაცემი პასუხების შეგროვება და სერვისების ადმინისტრატორისთვის გადაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებული სკრინინგის ფარგლებში, მოქალაქეთა სატელეფონო მოწვევების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (შესაძლებელია არასრული უმაღლესი);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** უცხო ენების, კერძოდ რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@gnsc.ge ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

შენიშვნა:

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკასიაზეცვ. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |