www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: აჭარა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

"აჭარა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე სასტუმრო "რუმს ბათუმში".

ძირითადი ვალდებულებები:

** ტექნიკური დეპარტამენტის სამუშაოებისა და თანამშრომლების ზედამხედველობა;
** ტექნიკური დეპარტამენტის განვითარების გეგმაზე მუშაობა;
** ობიექტზე დაგეგმილი პროფილაქტიკური, სარემონტო სამუშაოების მაღალი ხარისხითა და ვადების დაცვით შესრულების უზრუნველყოფა;
** ტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენის/მომარაგების/პროფილაქტიკის უზრუნველყოფა;
** ყველა ტექნიკური საკითხის ოპტიმალურად გადაჭრას კოორდინაცია;
** წარმოქმნილ ხარვეზებზე დროული რეაგირების მოხდენა;
** დეპარტამენტში მიმდინარე პროცესების შესახებ პერიოდულ ანგარიშის მომზადება;
** ყველა ტექნიკური სამუშაოს შესრულებისას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვის მონიტორინგი.

დამატებით მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 18 აგვისტომდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@adjaragroup.com, სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |