www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: დელთა ესთეითი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

უძრავი ქონების სააგენტო "Delta Estate" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების ორგანიზება;
** მომხმარებელთა ბაზების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა
** რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** მოლაპარაკების უნარი

ჩვენ გთავაზობთ

** ფიქსირებული ანაზღაურება - 500 ლარი, პლუს ბონუსი (შემოსავალმა შეიძლება მიაღწიოს 5000 ლარს, კანდიდატის მონდომების მიხედვით)
** უწყვეტ ტრენინგებს - პროფესიული უნარების განვითარების მიმართულებით
** სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მანქანისა და მძღოლის მომსახურება
** სმარტფონი და ულიმიტო სასაუბრო დრო
** სამუშაო განრიგი: კვირაში 40 სამუშაო საათი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: hr@deltaestate.ge და სათაურის ველში მიუთითეთ - "უძრავი ქონების აგენტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |