www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Iota Group
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

კომპანია "Iota Group"-ი არის დეველოპერული კომპანია, რომელიც აქტიურად არის ჩართული სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული ყველა ეტაპის ოპერირება-მენეჯმენტში, როგორიცაა მშენებლობისათვის საინტერესო ტერიტორიების მოძიება, ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა (დაკონტრაქტება), არქიტექტურული პროექტის მომზადება, პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული სამუშაოები, სამშენებლო კომპანიების შერჩევა, მშენებლობის მონიტორინგი, ასევე მშენებლობის შემდგომი ისეთი მომსახურებების გაწევა როგორიცაა გეგმარება, ინტერიერის დიზაინი და რემონტი.

ამ ეტაპზე კომპანია იწყებს გაფართოებას და ეძებს, გამოცდილ, ენერგიულ და შრომისმოყვარე ადამიანს ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით)
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** მენეჯერის/ოპერაციების მენეჯერის/ოფის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სასურველია სამშენებლო სფეროს სერვისის ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
** პრეზენტაციის უნარი
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook).

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობა;
** კონფიდენციალურობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა (დოკუმენტაციის - ბრძანებები, ხელშეკრულებები, წერილები, მიღება-ჩაბარებები დამუშავება, კორექტირება და დაარქივება);
** ორგანიზაციული სტრუქტურის ეფექტურობის მუდმივი მონიტორინგი
** საქმიანი შეხვედრების, კორპორატიული ღონისძიებების და გეგმური თათბირების ორგანიზება.
** ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** საოფისე საქმის წარმოება და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** ადგილობრივი და საერთაშორისო კორესპონდენციის უზრუნველყოფა და შესაბამისი აღრიცხვა
** ოფისის გამართულად მუშაობის ხელშეწყობა და კონტროლი;
** გუნდის მუშაობის მხარდაჭერა (შეფასება, დარღვევები, ბონუსების რეზიუმეები, სტაჟირების პერიოდი, გადაუდებელი შემთხვევები და ა.შ.)
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
** მომხმარებლების ბაზის შედგენა და მუდმივი განახლება
** მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღება, კვლევა და ანალიზი
** საკანცელარიო ნივთების მარაგების კონტროლი და შესაბამისი შესყიდვების განხორციელება;
** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა.

იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და მზად ხართ თანამშრომლობისთვის, თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გადმოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@iotagroup.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ "ოფისის მენეჯერი".

კომპანიის FB გვერდი: https://www.facebook.com/Iota-Design-იოტა-დიზაინი-323873048136666/?
კომპანიის ვებ გვერდი: http://iotagroup.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |