www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფონდების მომძიებელი
მომწოდებელი: მრჩეველი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" (კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com) აცხადებს ვაკანსიას ქალაქ თბილისში პაციენტებისთვის ფონდების მომძიებილის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია პროექტის მართვის/ბიზნესის ადმინისტრირების/მონათესავე პროფესიების განხრით;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (წერა, ლაპარაკი);

ფუნქცია-მოვალეობები:

** საჭიროების მქონე პაციენტების დახმარება მაგ. საქველმოქმედო ფონდების, მოძიება და მოზიდვა მკურნალობის/ანალიზების/კვლევების ჩატარების მიზნით;
** საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების უზრუნველყოფა;
** პაციენტის დაფინანსებისათვის აუცილებელი ყველა საჭირო პროცესის გამართულად და დროულად განხორციელების უზრუნველყოფა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სხარტი აზროვნების უნარი.

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |