www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

"დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი.

მდებარეობა: ქ. ბათუმი, პუშკინის 144ა.
სამუშაო გრაფიკი: სრული. შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

კომპანიის შესახებ:

სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" ახალგაზრდა, დინამიკური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.
კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://decoline.ge/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** ბაზრის მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა და ფაქტობრივი ათვისების დონის შეფასება;
** გაყიდვების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მუშაობა, ინფორმაციის მობილიზაცია და სისტემატიზაცია;
** პოტენციური კლიენტების შესახებ კლიენტების ბაზის შექმნა მოლაპარაკების წარმოება;
** სხვადასხვა ნიშნის მიხედვით და ამ მონაცემების ეფექტურად გამოყენება;
** გაყიდვების პროგრამის განვითარება და კონტროლის განხორციელება;
** გაყიდვების სტიმულაციისთვის მარკეტინგული გეგმების შექმნა განხორციელება და კონტროლი
** ხელშეკრულებების, მიწოდებული ხარჯთაღრიცხვების, ასევე სხვა მნიშვნელოვანი
** დოკუმენტების მუდმივი კონტროლი;
** პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადება;
** მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის
** სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
** მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ახალი იდეების გენერირება.
** სატელეფონო კონსულტაციის გაწევა პოტენციური მომხმარებლებისთვის.
** მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა,
** პრობლემური საკითხების განხილვა და მათი მოგვარება;
** სოციალური ქსელის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერად;
** სასურველია სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ქართულ ენაში; ინგლისური და რუსული - სალაპარაკო (სასურველია)
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);
** კომუნიკაბელურობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების/დათანხმების უნარი;
** პრეზენტაბელური გარეგნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან სახელფასო რეინჯს + ბონუსები.
** ზრდად კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: CV@decoline.ge და სათაურის ველში Subject მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია "დეკოლაინი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |