კომპანია "პრემიუმ მოტორს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ავტო ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა
** ავტო ბაზრის სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
** დაზიანებული ავტომანქანის ექსპერტიზა/შეფასება/დეფექტური აქტი
** შეფასებაზე ავტომანქანის მიღება და კლიენტთან კომუნიკაცია
** დადგენილი წესის შესაბამისად პერიოდული რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელობასთან
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალური
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: HR@PMOTORS.GE. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!