ახლად გახსნილი სასტუმრო "Heritage Hotel & Suites" მდებარეობს თბილისის ტურისტულ ცენტრში ისტორიულ შენობაში. 33 ნომრისგან შემდგარი მაღალი კლასის ოთახები და ლუქსები, რესტორანი, ფიტნეს კლუბი, ორთქლის ოთახი და ბიზნეს ლაუნჯი სტუმრებს განსაკუთრებულ კომფორტს სთავაზობს.
ანაზღაურება 1000 ლარი + ბონუსი.
საჭირო ცოდნა, თვისებები და უნარები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ფრონტ ოფისის მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** სასტუმროს მართვის პროგრამა ფიდელიოში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომუნიკაბელური და პოზიტიური.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრების მიღება, განთავსება და ანგარიშსწორება;
** სატელეფონო ზარებსა და მეილებზე პასუხი და ჯავშნების რეგისტრაცია;
** სტუმრების დახმარების ორგანიზება და ინფორმაციის მიწოდება;
** სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა;
თქვენ მიიღებთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: G.keinashvili@hotmail.com და ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებას!