www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 18 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსის" ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

სს "ელიტ ელექტრონიქსი შვილობილ კომპანიაში აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება/ეკონომიკა)
** შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** საოფისე პროგრამების ცოდნა

ფუნქცია/მოვალეობები:

** შესყიდვების დაგეგმვა კატეგორიის მიხედვით
** კატეგორიის სტატისტიკის განსაზღვრა/მართვა
** მომწოდებლებთან ურთიერთობა
** პროდუქტის ფასის განსაზღვრა
** პროდუქციის შეკვეთების მომზადება
** გაყიდვების ყოველდღიური მონიტორინგი
** სასაქონლო მარაგების ეფექტური მართვა
** ეფექტური, პრაქტიკული კავშირი სხვა განყოფილებებთან პროდუქციის პროგნოზირებაზე, დაგეგმვის და მიწოდების უზრუნველსაყოფად
** გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად ყველა ტიპის აქციების ეფექტური დაგეგმვა: დასაგეგმ აქციაზე პროდუქტის და მოდელის შერჩევა
კონკურენტების ანალიზი
** ახალი და ინოვაციური პროდუქტების მოძიება, ასორტიმენტის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა

უნარები და კომპეტენციები:

** დაგეგმვის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** რიცხვების ანალიზი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პრიორიტეტების განსაზღვრა
** დელეგირება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

სს "ელიტ ელექტრონიქსი"ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |