www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ღვინის კომპანია შილდა
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

მეღვინეობა "შილდა" (შპს ქართული ვაზისა და ღვინის კომპანია) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტში.

"შილდა" არის მულტიბრენდული კომპანია, რომელიც აწარმოებს ღვინის, ჭაჭის, არყის, ბრენდის (კონიაკის) სხვადასხვა ბრენდს.

კომპანიას სჭირდება ახალგაზრდა თანამშრომლები მარკეტინგის დეპარტამენტში, რომლებიც:

** მონაწილეობას მიიღებენ ახალი ბრენდების შექმნაში
** მუდმივად ჩართულები იქნებიან არსებული ბრენდების განვითარებაში
** ჩაერთვებიან მარკეტინგული კამპანიების მოფიქრება-ორგანიზებაში
** და სხვა.

პიროვნული თვისებები:

** გონებაგახსნილი
** აქტიური
** კრეატიული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ან/და რუსულის მაღალ დონეზე ცოდნა.
** ოფისის პროგრამების (Powerpoint, word, excel) დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა.
** სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი.
** საბაკალავროს სტუდენტი

სამუშაო პერიოდი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 (უნივერსიტეტის გრაფიკთან მაქსიმალური ხელშეწყობა და მოქნილი განრიგი)
ანაზღაურება: 400 ლარი

საკონტაქტო ელფოსტა: Gigi.Nikoleishvili@shilda.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |