კომპანია "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმოდგენილია 10 ობიექტით.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.facebook.com/coffeestaGeo/
მისამართი: ქ. თბილისი
გრაფიკი: სრული, კვირაში 5-6 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი 200 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა;
** ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** შეკვეთების გაკეთება და პროდუქციის მიღება;
** სასაწყობე მარაგების კონტროლი შესაბამისი წესის დაცვით;
** სალაროს კონტროლი და ნაღდი ფულის ინკასაციის უზრუნველყოფა;
** ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა და კონტროლი;
** ფილიალში შესაბამისის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კვების ობიექტზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პერსონალის მართვის გამოცდილება;
** მარაგების მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ობიექტის მენეჯერი".