www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: მაღაზიათა ქსელი გვირილა
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

მარკეტების ქსელი "გვირილა" ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

შპს "გვირილას" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობა:

** მაღაზიაში არსებული სიტუაციის მონიტორინგი
** მომხდარი დარღვევების იდენტიფიცირება
** დარღვევების რეესტრის წარმოება
** გამოვლენილი პრობლემების ან/და დარღვევების შესახებ რეპორტების მომზადება

მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი
** სასურველია უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია APEX პროგრამის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება
** აკადემიური წერის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა; შესვენება 4სთ
** ანაზღაურება: 700-800
** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ გუნდს

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hrgvirila@gmail.com

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |