კომპანია "ჯი-თი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო მენეჯერის პოზიციაზე.
"ჯი-თი გრუპი" ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford, Jaguar, Land Rover, Suzuki, Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu და სხვა.
სამუშაო ადგილი: დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216;
სამუშაო დრო: 10:00 - 18:00 სთ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საბაჟო პროცედურების და საკანონმდებლო რეგულაციების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამის MS Office - ცოდნა;
** მართვის მოწმობის B კატეგორია;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შესყიდვების სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
** მომწოდებელ და შემსყიდველ კომპანიებთან კონტაქტი, დოკუმენტაციის მოთხოვნა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** საბაჟო სამსახურის საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის მომზადება/მართვა;
** ადგილობრივ და საერთაშორისო სატრანსპორტო გადამზიდი ორგანიზაციების შესახებ მუდმივად ინფორმაციის მოძიება, მონაცემთა ბაზის განახლება და მათთან ხელშეკრულების გაფორმების კოორდინაცია;
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების პროცესის მუდმივი მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დეპარტამენტებისთვის;
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და განბაჟებული პროდუქციის დანიშნულების ადგილზე მიტანის კოორდინაცია;
** პროდუქციის მომწოდებელ, შემსყიდველ კომპანიებთან ანგარიშსწორების კოორდინაცია და მონიტორინგი;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!