www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი - შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

შპს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის მერჩენდაიზინგი სტანდარტების შესაბამისად;
** პლანოგრამით პროდუქციის წარმოჩენაზე და სათანადო განთავსებაზე ზრუნვა;
** პროდუქციის ვარგისიანობისა და ვადების კონტროლი;
** ყოველდღიურად თაროზე პროდუქციის განლაგების ფოტო დასურათება და ელექტრონული სახით ხელმძღვანელისთვის გაზიარება;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
** პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში როგორც პროგრამული, ისე - თაროზე გასაყიდი ფასების მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს/ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** მართვის მოწმობა: B კატეგორია (სასურველია)

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა;
** ოპერატიულობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |