www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საბაჟო პროცედურების სპეციალისტი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე http://www.georgiasnatural.com/ ან Facebook გვერდზე https://www.facebook.com/Georgias-Natural-331116897318064

"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის დეპარტამენტში საბაჟო პროცედურების სპეციალისტი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის 17მ
სამუშაო საათები:09:30-18:30
დასვენება: შაბათი კვირა
ანაზღაურება: 1000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის (ფიტო, წარმოშობის და ა.შ) მართვა და კონტროლი.
** იმპორტი ექსპორტისთვის საბაჟო პროცედურების კანონმდებლობის ცოდნა;
** იმპორტი-ექსპორტის დოკუმენტაციების წარდგენა საბაჟოზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office: Word, Excel, PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები: საკუთარი ავტომობილი

თვისებები რომელიც დაგეხმარებათ ჩვენს გუნდში სამუშაოდ:

** პოზიტიური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე career@georgiasnatural.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ "საბაჟო პროცედურების სპეციალისტი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |