www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური დახმარების სპეციალისტი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

კავკასიის უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დახმარების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერული ტექნიკის ტექნიკური პრობლემების მოგვარება;
** სისტემური პრობლემების მოგვარება;
** უნივერსიტეტის მეილ სერვერის ადმინისტრირება;
** Moodle სერვერის (ნაწილობრივი) ადმინისტრირება;
** ახალი ტექნიკის შეძენაში ხელშეწყობა;
** IT მხარდაჭერის ჯგუფის კოორდინირება და მართვა;
** დეპარტამენტის დირექტორის დავალებებისა და მითითებების შესრულება;
** საკლასო აუდიტორიების, კომპიუტერული კლასების, სამუშაო ოფისების, ქსელის საკომუნიკაციო წერტილების კაბელირების მოწესრიგება/მარკირება/ დოკუმენტირება.
** სემესტრის დასრულების პერიოდში კომპიუტერული კლასების პროექტორების და კომპიუტერების ტექნიკური დიაგნოსტირება და სამომავლო პრობლემების შეძლებისდაგვარად გაანალიზება, შემოწმების შედეგების დოკუმენტაცია და რეპორტინგი.
** სასერვერო ოთახის წესრიგზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით,
** (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** MS Windows-ის ტექნიკური მხარდაჭერის ცოდნა;
** კომპიუტერული ნაწილების Hardware-ის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
** ანაზღაურება (ხელზე ასაღები): გამოსაცდელი ვადის დროს შეთანხმებისამებრ. გამოსაცდელი ვადის შემდეგ 800 ლარი;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია), ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: "ტექნიკური დახმარების სპეციალისტი".

კანდიდატები აირჩევა გასაუბრების საფუძველზე.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 22 აგვისტომდე

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |