www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ძვირფასი ლითონების და ბრილიანტის ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: ელთ კომპანი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

საფინანსო ორგანიზაცია "ელთ კომპანი" აცხადებს ვაკანსიას ძვირფასი ლითონებისა (ოქროს, ვერცხლის) და ბრილიანტის ექსპერტ-შემფასებლის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ოქროსა და ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
** შემოსავლისა და გასავლის საბუთების ფორმირება;
** ოქროს, ბრილიანტის შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება, ვალუტის კონვერტაციები.

უნარები:

** თავაზიანი;
** დაკვირვებული;
** სწრაფი;
** პასუხისმგებლობიანი;
** გუნდური;
** კომუნიკაბელური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ნორმალურ ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ექსპერტ-შემფასებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |