საკურიერო კომპანია Onway Delivery აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება
** ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტების, პროცედურების და ტარიფების შესახებ
** შეკვეთების მიღება და დაფიქსირება
** ამანათების კონტროლი და მათი მიმდინარე სტატუსის მონიტორინგი
** პრობლემის დროულად იდენტიფიცირება და მისი ოპერატიულად მოგვარება
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში საბაზისო დონეზე მუშაობის უნარი
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** თბილისის ქუჩების მინიმალურ დონეზე ცოდნა
** გამართული მეტყველება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსი
სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 19:00
შაბათი: 10:00 - 14:00
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** Გასაუბრება
აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@onway.delivery და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლ ცენტრის ოპერატორი".