www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი, მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. "SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Partner" - "SPAR Georgia"-ს ოჯახის წევრი - აცხადებს კონკურსს ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე, ასევე დღის და ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი (დიღმის მასივი; ალ. ყაზბეგის ქ; ვაჟა ფშაველა; კოსტავა; ფანასკერტელი; ინგოროყვა; წინამძღვრიშვილი; ჩიტაია; თამარ მეფის გამზ.)
ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი)
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
ანაზღაურება: 700 -800 ლარი + ბონუსი

კომპანიაში გარდა ფიქსირებული სახელფასო სისტემისა, ასევე მოქმედებს საბონუსე სისტემა. ასევე კომპანიაში დანერგილია შიდა თანამდებობრივი ზრდის პრაქტიკა .
კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას.

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა (კონსულტანტი, მოლარე, მუშა, დამლაგებელი);
** სავაჭრო დარბაზში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
** საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
** დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კოტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
** სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
** სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში ობიექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

ფიქსირებული ანაზღაურება, მზარდი სტაჟის მიხედვით. კომპანიაში გარდა ფიქსირებული სახელფასო სისტემისა მოქმედებს საბონუსე სისტემა. ასევე კომპანიაში დანერგილია შიდა თანამდებობრივი ზრდის პრაქტიკა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: s.kejerashvili@spar-georgia.com ან დაგვიკავშირდეთ ტელ: 577 33 84 67 / 592 077 491 და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |