www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კანცელარიის ოფიცერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. ს.ს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: კანცელარიის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** საქმისწარმოების ორგანიზება და მართვა;
** დოკუმენტბრუნვის ელექტრონული მხარდაჭერა
** კომპანიის ქვედანაყოფების მიერ მომზადებული დოკუმენტების რეგისტრაცია და ადრესატამდე დროული დაგზავნა;
** დოკუმენტების მომზადების ვადებისა და გაფორმების წესის დაცვის კონტროლი;
** ბანკის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების მონიტორინგი;
** დასრულებული დოკუმენტების საქმეებად ფორმირება;
** საქმეთა მომზადება არქივში ელექტრონულად და მატერიალურად გადასაცემად;
** ბანკის სერვისცენტრებში საქმეთა ფორმირების საკითხებზე მონიტორინგი;
** სერვისცენტრებისთვის სათანადო დახმარების გაწევა მათ მიერ მიღებულ კორესპონდენციაზე, პასუხების პოლიტიკის მიხედვით მომზადებასა და გაცემაში;
** დადგენილი წესის მიხედვით, კანცელარიის არქივიდან ცნობების, ამონაწერების და სხვა დოკუმენტების ელექტრონულად და მოთხოვნის შესაბამისად, მატერიალურად გადაგზავნა საქმისწარმოებისთვის შესაბამის განყოფილებაში;
** კორესპონდენციის კონფიდენციალურობის დაცვა.

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია კანცელარის და ადმინისტარაციის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** წერითი კომუნიკაციის სრულყოფილი უნარი
** ადმინისტრაციული და ანალიტიკური უნარები;
** ლოგიკური აზროვნებისა და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებული, შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია https://www.careers-page.com/jsc-credo-bank/job/L7X7R5RX

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |