www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგ კურსი: გოგონები ცვლილებებისთვის
მომწოდებელი: Deloitte Consulting Overseas Project
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 22 აგვისტო

ქალთა და გოგონათა გაძლიერების ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, ევროპული ბიზნეს ასოციაცია და ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაცია - "ქალები მომავლისთვის" იწყებს ახალგაზრდულ პროექტს "გოგონები ცვლილებებისთვის".

პროექტის შესახებ: პროექტის ფარგლებში სტუდენტ გოგონებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ და აიმაღლონ ცოდნა ბიზნესის მართვის, ვაჭრობის, საინვესტიციო გარემოს შესახებ და განივითარონ ლიდერული უნარები პროფესიონალების დახმარებით. სესიები ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში დარგის ექსპერტების, ბიზნეს ასოციაციებისა და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით. სესიების დასრულების შემდეგ ყველაზე წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში და ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაციაში "ქალები მომავლისთვის".

პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია, გოგონების ხელშეწყობა ლიდერობისა და მართვის უნარების განვითარებაში, სტუდენტების ინფორმირება ვაჭრობის, საინვესტიციო გარემოს შესახებ.

ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა: პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტ გოგონებს საქართველოში მოქმედი ნებიმისემირი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურიდან. პროექტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართულობა. პროექტისთვის შეირჩევა 40 საუკეთესო აპლიკაციის მქონე სტუდენტი. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.

როგორ გავიაროთ რეგისტრაცია: მითითებულ ბმულზე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 აგვისტო.

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.office.com/r/yaUqN67MSD

პროექტის დაწყება და ხანგრძლივობა: 30 აგვისტო - 20 სექტემბერი 2022. სესიები ჩატარდება კვირაში ორჯერ და გაგრძელდება 2 საათი.

მოკლე ინფორმაცია ორგანიზაციების შესახებ: ეკონომიკური მმართველობის პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 5-წლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. პროექტი თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, ბიზნეს ასოციაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყოს კერძო და საჯარო სექტორების დიალოგს და უზრუნველყოს საქართველოს კერძო სექტორის ჩართულობა ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

ევროპული ბიზნეს ასოციაცია აერთიანებს ევროპულ ბიზნესებს საქართველოში და ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნეს გარემოს განვითარებას. მისი მიზანია, საქართველოში ევროპული ინვესტიციების შემოსვლის მხარდაჭერა და ქვეყანაში ევროპული ბიზნესების ადვოკატირება. ბიზნეს ასოციაციის ახალგაზრდული პლატფორმა მიზნად ისახავს საქართველოში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათ მხარდაჭერას ახალგაზრდული მეწარმეობისა და დასაქმების სფეროში.

ქალები მომავლისთვის ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაცია ეკონომიკური განვითარების პროცესში იბრძვის ქალთა როლის გასაძლიერებლად ბიზნესლიდერთა ავტორიზებული ქსელის ჩამოყალიბებითა და მის წევრებს შორის აქტიური თანამშრომლობის გზით. ორგანიზაცია უზრუნველყოფს​ ქალ მეწარმეთათვის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთათვის განათლების ხელმისაწვდომობას, ეფექტურ ჩართულობას და ქალ ლიდერთა ბიზნესში დაწინაურებას. ქალები მომავლისთვის მხარს უჭერს რეგიონში ქალ ბიზნესლიდერთა საქმიანობას და მათი კარიერული წინსვლას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |