www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟიორი შრომის უსაფრთხოების მიმართულებით
მომწოდებელი:
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

"" უკვე 15 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით. გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m²-ზე.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდი m²-ის გუნდს!

კომპანია m² აცხადებს სტაჟირებას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტების ყოველდღიურ მონიტორინგში ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ერთად უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა, რისკების შეფასება, ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
** მონაწილეობის მიღება შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში;
** რეპორტინგი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება;

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

** შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** დროის მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |