www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში HR სპეციალისტის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქციები:

** HR სისტემაში თანამშრომელთა ხელფასების ადმინისტრირება
** ყოველთვიური სახელფასო ფაილების მომზადება
** სახელფასო უწყისების ფინანსურ დეპარტამენტთან წარდგენა და შედარება
** კომპანიაში დანერგილ HR სისტემებში თანამშრომელთა ხელფასებისა და კომპენსაციების სისტემური ადმინისტრირება და Payroll რეპორტინგი
** ბიულეტენების, დეკრეტული შვებულებებისა და საბოლოო ანგარიშსწორებების პროგრამაში გატარება, კალკულაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
** შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალზე დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება და მონიტორინგი
** თანამშრომელთა მონაცემების, ორგანიზაციაში მიმდინარე HR ცვლილებების მუდმივად განახლება და პროგრამაში ასახვა.
** HR-ის შიდა ნორმატიული დოკუმენტების შექმნა და წარმოება
** HR დოკუმენტების სწორად შენახვისა და დაარქივების უზრუნველყოფა
** თანამშრომლებთან, HR გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია და HR საჭიროებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება/დახმარების გაწევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია HRM -ის, ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით
** მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR - სფეროში Payroll ის მიმართულებით
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
** აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია SAP-ში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტაცია
** შედეგებზე ორიენტაცია, ორგანიზებულობა
** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com. წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "HR სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |