www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Hardware დეველოპერი
მომწოდებელი: გურტამი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

"გურტამი" საერთაშორისო ტექ კომპანიაა, რომელიც 20 წელია ქმნის სატელიტური მონიტორინგის და GPS თრექინგ სისტემებს https://gurtam.com/

ვამაყობთ, რომ ვართ Iot პროექტების გლობალური ყოველწლიური კონკურსის დამაარსებლები, ლიდერები ტელემატიკის სფეროში და არასდროს ვწყვეტთ განვითარებას.

"გურტამის" გუნდში 300+ პროფესიონალი ერთიანდება, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ. ჩვენი ოფისები მდებარეობს: ვილნიუსი (სათავო ოფისი), დუბაი, ბუენოს აირესი, ბოსტონი და თბილისი.

ვაკანსია: Hardware დეველოპერი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2022 წელი

ამოცანები/დავალებები, რაზეც იმუშავებთ:

** საკომუნიკაციო პროტოკოლების ინტეგრაცია ჩვენს პროგრამულ მონიტორინგის სისტემასთან;
** პროგრამირების საკითხებთან დაკავშირებით კლიენტებისა და თანამშრომლების კონსულტირება;
** საჭიროების შემთხვევაში მოქმედი სისტემის ხარვეზების (ბაგების) გამოსწორება.

რას ველოდებით თქვენგან:

** ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთი პროგრამული ენის მაღალ დონეზე ცოდნას: CC++, Java, Python, Tcl, Lua;
** OSI მოდელისა და TCP/IP პროტოკოლების საბაზისო ცოდნა;
** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2/C1), ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (B1).

იყო გურტამის გუნდის წევრი ნიშნავს:

** იმუშაო საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს მთელს მსოფლიოში;
** გყავდეს მხარდამჭერი გუნდი, რომელიც მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან შენს გვერდით არის;
** მიიღო მონაწილეობა ისეთი პროდუქტის შექმნაში, რომელსაც მსოფლიოს 150 ქვეყანაში იყენებს ბიზნეს-სექტორი;
** შესაძლებლობა იმუშაო დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან;
** პროფესიული განვითარება და ძლიერი კორპორაციული კულტურა: პროფესიონალური ტრენინგები, თიმ ბილდინგები, კორპორაციული საჩუქრები, დამატებით დასვენების დღეები, იოგა, კონსულტაცია ფსიქოლოგთან.

ანაზღაურება: ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 8 საათიანი მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
სამუშაო ადგილი: საბურთალო, სააკაძის #4, დისტანციურად ან/და ჰიბრიდულად მუშაობის შესაძლებლობა.

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: gvas@gurtam.com. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |