www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: იტონგ კავკასუსი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

"იტონგ კავკასუს"-ი დაარსდა 2014 წელს და არის ენერგოეფექტური ავტოკლავური აირბლოკის მწარმოებელი კომპანია."იტონგ კავკასუსს" მოპოვებული აქვს ავტოკლავური აირბეტონის წარმოებისა და რეალიზების ექსკლუზიური უფლება ბრენდ Ytong"-ის სახელით.

"იტონგის" აირბეტონის ბლოკი არის არქიტექტორების, დეველოპერებისა და მშენებლების ნომერ პირველი არჩევანი მსოფლიოს მასშტაბით.

"იტონგში" ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია გაყიდვების სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

გაყიდვების მენეჯერის ფუნქციები იქნება:

** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტისა და მისი მახასიათებლების გაცნობა;
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** პროდუქტის რეალიზება;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა
** ბლოკის მიწოდების შემდეგ კლიენტებისგან უკუკავშირის მიღება და ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღებ + ბონუსი
** სამუშაო დრო: კვირაში 40 საათი (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით);
** მდებარეობა: კახეთის გზატკეცილი, აეროპორტის მიმდებარედ.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, 2022 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: info@ytong.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |