კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ინსტალატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ელექტროობის და სუსტი დენების სისტემების ინსტალაცია;
** კაბელების გაყვანის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** ინჟინერ პროექტანტების მიერ მიწოდებული ნახაზების შესაბამისად საინსტალაციო სამუშაოების წარმოება;
** ნახაზზე შეუსაბამობების აღმოჩენა და შესაბამისი კოორდინაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** Cad Software -ის ცოდნა ნახაზების წაკითხვისთვის საჭირო დონეზე;
** ელექტროობის და სუსტი დენების ინსტალაციის სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 სექტემბრის ჩათვლით ელ.ფოსტაზე vacancy@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "ინჟინერ-ინსტალატორი".
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!