www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტონაწილების გაყიდვების კოორდინატორი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 2 სექტემბერი

"TNet" (Technology Network) წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც აერთიანებს შემდეგ ციფრულ პლატფორმებს: Livo, Vendoo, Swoop, Myauto, Mymarket, Myhome, Myparts, გუნდისთვის ეძებს ავტონაწილების გაყიდვების კოორდინატორს.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო დღე: 10:00-დან 19:00-საათამდე;
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი+1 საათი დასვენება;
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 4 day off წელიწადში;
ანაზღაურება: 1875-2500 (Gross).

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული შეკვეთის სისტემაში მიღება და დამუშავება;
** მიღებულ შეკვეთაზე დაყრდნობით, შესაბამისი ავტონაწილის მოძიებისთვის კვლევის წარმოება, არსებული ან ახალ პარტნიორებთან;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, რელევანტური ავტონაწილის შეთავაზება და დეტალების გაცნობა ნივთის მდგომარეობის/შეძენის პირობების შესახებ;
** ნივთის მომხმარებლისთვის მისაწოდებლად, ლოჯისტიკის გუნდთან კომუნიკაცია;
** მომხმარებელთან ან მომწოდებელთან პრობლემური შემთხვევების მოგვარება;
** გუნდის წევრებთან და პარტნიორებთან (ფიზიკური/იურიდიული პირები) მუდმივი კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ავტონაწილების ცოდნა/ავტონაწილების კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინიციატივიანი;
** პრობლემებზე სწრაფად რეაგირების და მათი გადაჭრით გზების დასახვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გინდათ, რომ იმუშაოთ ყველაზე ახალგაზრდულ, თავისუფალ და თანამშრომლებზე მორგებულ გარემოში მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@tbcnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |