www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: მეგალაბი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

კომპანია "მეგალაბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.

"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების განხორციელების მოთხოვნების სრულად დაფარვა.

ძირითადი მოვალეობები:

** საცალო გაყიდვების ზრდის მიზნით სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან ყოველდღიური-აქტიური კომუნიკაცია;
** პაციენტთა რაოდენობის ზრდის უზრუნველყოფა;
** კონკურენტებთან მიმართებაში მეგალაბის უპირატესობების წარმოჩენა;
** პაციენტთა რაოდენობის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორების დადგენა;
** ექიმების მიერ გამოგზავნილი პაციენტების აღრიცხვა-გადამოწმება და ყოველთვიური რეპორტის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** უპირატესად ჩაითვლება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მიზანმიმართულობა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** შედეგზე ორიენტირება.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 1 სექტემბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების წარმომადგენელი ქ.ბათუმში".

"მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |