www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტანციური/ვირტუალური ასისტენტი - გერმ., ინგლ.
მომწოდებელი: MyTalent.io
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

"MyTalent.io" ეძებს გერმანულენოვან და ინგლისურენოვან ფრილანსერებს, რომლებიც ვირტუალური ასისტენტის საქმიანობით არიან დაინტერესებულნი.

შენი პროფილი:

** გერმანული ენისა და გრამატიკის ცოდნა - С1 დონე და ზევით;
** ინგლისური ენისა და გრამატიკის ცოდნა - С1 დონე და ზევით;
** დროის ეფექტური მართვის უნარი და საქმის ხარისხიანი შესრულება;
** საკუთარი ლეპტოპის ქონა სწრაფ ინტერნეტთან წვდომით;

ვირტუალური ასისტენტი ასრულებს სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ და კრეატიულ ამოცანებს, როგორიცაა მაგალითად:

** საკონტაქტო სიების და სამომხმარებლო ბაზების მართვა;
** კლიენტების გრაფიკების ორგანიზება;
** კლიენტებსა და მათ მომხმარებლებს შორის შეხვედრების დაგეგმვა;
** საჭიროების შემთხვევაში მოგზაურობის ორგანიზება;
** მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** კორესპონდენციის მართვა და აუდიო მასალის წერილობით ფორმაში გადატანა;
** შეთავაზებებისა და შეხვედრის მასალების მომზადება, ორგანიზება და გადაგზავნა;
** თარგმნა (ინგლისური/გერმანული);
** საგადასახადო საკითხების და ბუღალტრული ანგარიშგების შემოწმება;
** კლიენტის მოთხოვნის მოგვარება ტელეფონით და მეილით მიმოწერის საშუალებით;
** სიახლეების გამოქვეყნება;
** ინტერნეტ ბაზრის კვლევა;
** ვებ-საიტისა და ბლოგის შემუშავება და რეგულარული დახვეწა;
** სოციალური მედიის მართვა კომპანიებისთვის და სხვა.

უპირატესობები:

** ვირტუალური/დისტანციური სამუშაო თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას;
** სურვილის შემთხვევაში თავისუფალი გრაფიკი;
** მომსახურების საათების რაოდენობა შეთანხმებით;
** საწყისი ანაზღაურება 4,50 ევრო-5,00 ევრო საათში გამოცდილებიდან, უნარებიდან და დავალებებიდან გამომდინარე.

დაინტერესდით? მაშინ მიჰყევით ბმულს და შეავსეთ განაცხადი: https://osourced.is/de/jobs/deutsch-und-englischsprachige-virtuelle-assistenten-va-freelancer-gesucht-3/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |