www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსისტი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი."ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია "შპს კორიდა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის პოზიციაზე ქალაქ ფოთში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური ანგარიშგების წარმოება.
** წარმოებისა და სავაჭრო დეპარტამენტის. საწყობების ნაშთების გადამოწმება, ფაქტიური აღწერები და დანაკლისების გამოყვანა
** კრედიტორ-დებიტორების კონტროლი და ანალიზი
** მიმდინარე (შეძენა-გადახდების, ბანკი-სალაროს, სამეურნეო საწყობის)ანგარიშ ფაქტურების გატარება ადმინისტრაციის ინფო ბუღალტერიაში
** ყოველი თვის გეგმის შესრულებების დათვლა, რეალიზაციის შემოწმება, მობრუნებებისა და ნავაჭრების შესახებ თვის ინფორმაციის მომზადება.
** თვის ბოლოს ანალიტიკოსების კონტროლი, დათვლილი ხელფასების კონტროლი-გადამოწმება.ასევე ანალიტიკოსების მიერ მოწოდებული ექსელის ფაილების შედარება და სტატისტიკური მონაცემების ამოღება.
** ოპერატორების, ანალიტიკოსების და საწყობის უფროსების კონსულტაციები და საჭიროების შემთხვევაში შეცდომების გასწორება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook);

პიროვნული თვისებები და უნარები:

** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge; სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |