www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამხმარე ინჟინერ-გეოდეზისტი
მომწოდებელი: ჰიტეკო გრუპი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

"ჰიტეკო ჯგუფი" არის სწრაფად მზარდი, წარმატებული სამშენებლო კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2018 წლიდან. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების შესრულება, რომელიც იყოფა ორ ძირითადი მიმართულებად, ესენია:

** სამშენებლო მძიმე ტექნიკით მომსახურება;
** სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;

კომპანიის მთავარი მიზანია მისი პროფესიონალი და კარგად ორგანიზებული გუნდით საქმე შეასრულოს შეთანხმებულ ვადებში, უმაღლესი ხარისხით.

სამშენებლო კომპანია "ჰიტეკო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ინჟინერ-გეოდეზისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ინჟინერ-გეოდეზისტის მიმართულებით (განიხილება აქტიური სტუდენტიც);
** საპროექტო ნახაზების კითხვის უნარი;
** აუცილებელია დამწყებ დონეზე AutoCAD- ის და საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პუნქტუალური და მოწესრიგებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირას ვისვენებთ)
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hitecogr@hitecogroup.com.ge და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "დამხმარე ინჟინერ-გეოდეზისტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |