www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Back-end დეველოპერი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 2 სექტემბერი

"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიური კომპანიას როგორც საქართველოს ასევე რეგიონის მასშტაბით TNET -ი ოპერირებს 4 ძირითადი მიმართულებით, ესენია: Lifestyle, E-commerce, Auto, Housing.
ჩვენი ციფრული პლატფორმები მოიცავს შემდეგ ვებსაიტებს: Livo.ge, Vendoo, TKT.ge, Myauto.ge, Mymarket.ge, Myhome.ge, Myparts.ge, Swoop.ge.
"TNET" აერთიანებს 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

ჩვენს გუნდში ვეძებთ Back-end დეველოპერს!

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - დან 19:00 საათამდე
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი + 1 საათი დასვენება
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 4 day off წელიწადში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული დიზაინის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში განხილვა დიზაინის გუნდთან.
** ვებდიზაინერის მიერ მოწოდებული დიზაინის შესაბამისი მარკაპის აწყობა.
** ბექისგან მოწოდებული მონაცემების დამუშავება და მოცემული დავალების შესაბამისი ლოგიკის იმპლემენტაცია React JS-ის გამოყენებით.
** საძიებო სისტემებისთვის გვერდის ოპტიმიზაციაზე ზრუნვა.
** არსებული გვერდების გაუმჯობესება, საჭიროების შემთხვევაში ახალ ტექნოლოგიაზე გადაწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** PHP (OOP), რომელიმე PHP MVC framework - თან მუშაობა (Laravel, symphony, codeigniter etc.)
** JavaScript (ES5 - ES6) მუშაობა
** რელაციურ მონაცემთა ბაზების ცოდნა (MYSQL)
** ვებსერვისებთან მუშაობა (REST/SOAP)
** ვერსიების კონტროლის სისტემასთან მუშაობა

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@tbcnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |