www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Domino`s Pizza
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

"დომინოს პიცა" (Domino`s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას.

საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს ოთხ ფილიალს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.

თუ გეკომფორტულება მომსახურების სფერო, გიყვარს გუნდთან ერთად მუშაობა და გინდა მიაღწიო კარიერულ განვითარებას მოკლე დროში, მაშინ ჩვენ გვჭირდებით შენ !

გამოცდილებას კი არ ვითხოვთ, არამედ გიზიარებთ მას.

ვაკანსია: კონსულტანტი
ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი - ვაკე, საბურთალო, გლდანი, ისანი (კანდიდატი გადანაწილდება საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად).
სამუშაო საათები: სრული გრაფიკი (ექვსი სამუშაო დღე, ცვლიანობის განრიგი)
ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი გეგმის შესრულების შემთხვევაში (100-150 ლარი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მენიუს ზედმიწევნით ცოდნა და პროდუქციის შესაბამისად მომზადება;
** პიცის აწყობა, მომზადება
** მოვალეობების შესრულებისას კომპანიის სტანდარტებისა და პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
** კომპანიის პროგრამასთან მუშაობა;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ღამის ცვლაში მუშაობის შემთხვევაში - ტრანსპორტირება;
** დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კარიერული განვითარება და პოზიციური დაწინაურების პერსპექტივა.
** ფასდაკლება სპორტულ დარბაზებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ენერგიული
** აქტიური
** პოზიტიური
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე
** ყურადღებიანი და მობილიზებული

გამოცდილება არ არის აუცილებელი, შერჩეული კანდიდატები ადგილზე შეისწავლიან საქმიანობას და გაივლიან ტრენინგებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: natia.matcharashvili@dominospizza.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კონსულტანტი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ ელფოსტაზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |