www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

კომპანია "ევროპროდუქტი", ქართულ ბაზარზე, 17 წლის წინ გამოჩნდა. თავიდან, მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანია იყო და ადგილობრივ მაღაზიებს, თუ ქსელებს ევროპული პროდუქციით ამარაგებდა. დროთა განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების განსაკუთრებული ნდობა მოიპოვა და ბევრი მათგანისგან ექსკლუზიური იმპორტის უფლება მიიღო.

2014 წელს "ევროპროდუქტმა" თბილისში პირველი სუპერმარკეტი გახსნა. დღეს კი, ის საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში 33 ფილიალითაა წარმოდგენილი. ბრენდის მაღაზიებში წამყვანი ევროპული ბრენდების 2000-მდე სახეობის პროდუქტია ხელმისაწვდომი.
"ევროპროდუქტი" ზრდას უწყვეტად განაგრძობს - გეგმავს არა მხოლოდ ქსელის გაფართოებას, არამედ ქართველი მომხმარებლისთვის პრემიუმ ხარისხისა და ჯანსაღი ევროპული პროდუქტების ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. მისი საბოლოო მიზანი კი, საქართველოში კვების სტანდარტის შექმნაში თავისი წვლილის შეტანაა.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

ამჟამად, შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უცხოელ მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია (როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი);
** შესყიდვებისა და გაყიდვების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** პროდუქციის შესყიდვების და მარაგების დაგეგმვა;
** კონკურენტული გარემოს, ბაზრის ტენდენციების და ბრენდის ზრდის შესწავლა/ანალიზი;
** გაყიდვების დაგეგმვა/სტიმულირება და ყოველთვიური რეპორტინგი;
** ყოველწლიური მარკეტინგული გეგმის მომზადება, კალკულაციით, გეგმის მომწოდებელთან შეთანხმება და ბიუჯეტის მომზადება;
** მარკეტინგული კამპანიების და კომუნიკაციების ანალიზი;
** ფასების კონტროლი, პრაისების მომზადება გავიდვებისთვის (Retail&Horeca).
** სხვადასხვა სახის რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** Microsoft Office-ის ცოდნა მაღალ დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მათემატიკური უნარები;
** დროის მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული.

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@europroduct.ge და გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "ბრენდ მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |