www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება შიდა კონტროლის სამსახურში
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს სტაჟირებას შიდა კონტროლის სამსახურში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქუთაისი
გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-18:00
ანაზღაურება: 700- 900 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმების პერსპექტივას;
** კარიერული განვითარების და სწრაფი დაწინაურების შესაძლებლობას;
** სამუშაო დღეების თავად დაგეგმვის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ფუნქციები:

** ფილიალში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია;
** პროგრამული ფასების შესაბამისობის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის შემდგომ ოქმის შედგენა დადგენილი წესის მიხედვით;
** ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში ასახვა;
** ინვენტარიზაციის ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** ფილიალში შესაბამისი სააქციო მაჩვენებლის არსებობის, ფასმაჩვენებლების და ვადების კონტროლი.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |