კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ ფინანსისტის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1800-2500
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დროული და სწორი ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება;
** სახელფასო სისტემის სტაბილიზაცია, კონტროლი, ცვლილება, მონიტორინგი;
** ბონუსების/ჯარიმების მართვა საჭიროების მიხედვით;
** თანამშრომლების მუშაობის ფინანსური ეფექტურობის გათვლა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, აღსრულება;
** სხვადასხვა ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
** მიმდინარე სამუშაო პროცესების შესახებ რეპორტების გამოთხოვა მენეჯერებისგან;
** წარმოებისა და ლოჯისტიკის სამუშაო პროცესებში აქტიური ჩართულობა;
** პერიოდული სამუშაო ვიზიტების დაგეგმვა-განხორციელება ფილიალებში;
** ფინანსური დირექტორისთვის, სხვადასხვა ტიპის სტრატეგიული გეგმების შეთავაზება;
** მოთანამშრომლე კომპანიებთან შეხვედრების დაგეგმვა და აქტიური ჩართულობა;
** ფინანსური დირექტორის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mdelivery.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!