www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გენერალური დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: ლაზიკა კაპიტალი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

სს მისო "ლაზიკა კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმართავს კანცელარიის საქმიანობას;
** პასუხისმგებელია ორგანიზაციის თანამშრომელთა ხელშეკრულებების, პირადი საქმეების და პერსონალური ფაილების შენახვასა და წარმოებაზე;
** უზრუნველყოფს გენერალური დირექტორის შიდა და საგარეო კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვას;
** გენერალურ დირექტორს ეხმარება ლოჯისტიკური საქმიანობის წარმოებაში;
** ახორციელებს გასული და შემოსული წერილების/დოკუმენტაციის მიღებასა და გაგზავნას.
** ეხმარება გენერალურ დირექტორს ადმინისტრაციული და საკადრო საკითხების წარმოებაში;
** წარმოადგენს გენერალური დირექტორის მრჩეველს კლიენტებთან კომუნიკაციის, მომსახურების სტანდარტების და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;
** აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვასა და მოწყობაში.

სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მუშაობის მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** პროფესიული განვითარების მოტივაცია.

ადგილმდებარეობა: ქ. ზუგდიდი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ფოტო სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@lazikacapital.ge.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |