www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: რითულა
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

სასტუმროს ერთჯერადი აქსესუარების დისტრიბუტორი საერთაშორისო კომპანია Ritula - ს ესაჭიროება გაყიდვების წარმომადგენლები.

გსურს მიიღო საერთაშორისო დონის გამოცდილება და გახდე გაყიდვების სუპერვარსკვლავი?

თუ გამართულად მეტყველებ, ხარ ექსპრესიული, პრეზენტაბელური, ენერგიული, შედეგებზე ორიენტირებული და ეძებ დინამიურ, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე სამსახურს... მაშინ შემოგვიერთდი და გახდი Ritula - ს ოჯახის წევრი!

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, შაბათი (ნახევარი სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული + პროცენტი (ბონუსი) გაყიდვებიდან;

ფუნქციები და მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კლიენტთა ბაზის შესაბამისად შეხვედრების დაგეგმვა;
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის და სერვისების შესახებ შეთავაზების გაკეთება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 20დან - 25 წლამდე
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საბაზისო ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია)

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: HR@ritula.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

P.s კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.ritula.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |