www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

კომპანია არომაპროდუქტი/Georgia`s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანულ ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე http://www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural

არომაპროდუქტი/Georgia`s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს დისტრიბუტორის პოზიციაზე.

რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქციის მიწოდებას არსებულ ობიექტებზე.

მდებარეობა:თბილისი, გურამიშვილის გამზირი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00სთ
დასვენება: კვირაში 1 დღე

ფუნქცია მოვალეობები:

** თბილისში არსებულ ობიექტებზე პროდუქციის მიწოდება საბუთების მიხედვით
** პერიოდულად ბათუმში და ქუთაისში მივლინება და პროდუქციის ტრანსპორტირება/მიწოდება
** ორგანული ბარებისა და ფილიალების პროდუქციითა და სახარჯი მასალებით მომარაგება
** კონტრაგენტებთან განთავსებულ მაცივრებში მერჩენდაიზინგის, სისუფთავისა და ტექნიკური საკითხების კონტროლი;
** კონტრაგენტებისგან შეკვეთის მიღება;
** საწვავის უწყისის კონტროლი;
** საიტის შეკვეთების მიღება და მიწოდების უზრუნველყოფა
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B და C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ინგლისური და რუსულის ენების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებული

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგვზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე career@georgiasnatural.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება დისტრიბუტორი.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |