სასტუმრო "Hotel Passport Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას დილის მიმტანის პოზიციაზე:
მოთხოვნები:
** მიმტანად მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა თავისუფალ სასაუბრო დონეზე;
** პროგრამა "Fina"-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა;
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
სამუშაო გრაფიკი: დილის 07:00-13:00 საათამდე, კვირაში 5 დღე
სამუშაო ადგილი: ელენე ახვლედიანის აღმართი 12
ჩვენ გთავაზობთ:
** საწყისი ხელფას 700 ლარს + ჩაი;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კვებით უზრუნველყოფას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
დაინტერესების შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება ზემოხსენებულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@passporttbilisi.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("დილის მიმტანი"), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577580045