"ბებე+" არის საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი, რომელიც ახლა უკვე ქალისა და მამაკაცის კოლექციას წარმოგიდგენთ აღმაშენებლის ფილიალში.
ვაკანსია: მოლარე-კონსულტანტი
6 საათიანი სამუშაო განაკვეთი
ვაკანტური ფილიალები: ბათუმის ფილიალი (გორგილაძის ქუჩა) და ქუთაისი.
საწყისი ანაზღაურება: 500 ლარი, 3 თვის გასვლის შემდეგ (შტატში ჩასმის შემდეგ) ფიქსირებულს + ნავაჭრის %.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ
** სალაროსთან მუშაობა
** გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა
მოთხოვნები:
** კარგი მეტყველება და კომუნიკაბელურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია
** ინგლისურის და რუსულის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV (აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად), ელექტრონულ ფოსტაზე: hr.bebeplus@gmail.com და გთხოვთ subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის ადგილმდებარეობა!